მუზეუმი გამოირჩევა არქიტექტურით და უნიკალური ტყე-პარკით. მუზეუმში დაცულია 45000 მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატი. აქ ისტორია ქვის ხანიდან იწყება! ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნაპოლეონის სიკვდილშემდგომი ნიღაბი და წმინდა მარიამის კვართი.
შავი ზღვის კურორტები, რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებს 552მ-იანი საფეხმავლო ხიდი, იზიდავს ტურისტებს ქვიშიანი პლაჟებით, ბულვარით, სასტუმროებით, აკვაპარკითა და იახტკლუბით.
ანაკლია-ჭურიის მონაკვეთი გამოირჩევა ქვიშიან დიუნაზე ტორფიანი ჭაობებით, სფაგნუმით, რელიქტური, გადაშენების პირას მყოფი და იშვიათი მცენარეებით, თევზებით, გადამფრენი ფრინველებით. პარკი ძალიან მიმზიდველია ეკოტურისტებისათვის მთელი წლის განმავლობაში.
ქუაქანცალიას ლოდი, მის გარკვეულ წიბოზე, თუნდაც სუსტი დაწოლით ქანაობს და კაკუნის ხმას გამოსცემს. ქუაქანცალიას მოქანავე ლოდის თავისებურებას განსაზღვრავს მისი შემადგენლობა (კირქვა) და ის ფაქტორიც, რომ იგი კარსტულ მასივზე მდებარეობს. მის: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
XIII-XV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკებით მოხატული ხობის მონასტერი, ძველ დადიანთა საძვალე, 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლი, ძველი კოლხური ნამოსახლარებიდიხაგუძუბები - ეს ყველაფერი საინტერესო არეალია არქეოლოგიით გატაცებული ტურისტებისა და პილიგრიმებისათვის. მის: ქ. ხობი
კურორტი სქური ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლით - „სქური“. ულამაზეს სქურის ხეობაში ფუნქციონირებს მამათა მონასტერი, აქვე მდებარეობს “თეთრი ციხე”, რომელიც დათარიღებულია I-III საუკუნეებით.
კომპლექსში შემავალი საბრძოლო კოშკი მეექვსე საუკუნეშია აგებული. ძეგლი მდებარეობს ზღვის დონიდან 759 მეტრზე და გადაჰყურებს კოლხეთის დაბლობს. აქვეა XIV საუკუნის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია. მის: სოფ. თაია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
შურუბუმუ ბუნების ერთ-ერთ საინტერესო ობიექტს წარმოადგენს. კარსტული მღვიმე სათავეს იღებს მიგარიის მასივში. აქ არის ულამაზესი კანიონი, რომელიც გარშემორტყმულია ათასწლოვანი ბზის ტყით. მის: სოფ მუხური, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მდ. ინწრას აუზში მდებარე ეს მღვიმე გამოირჩევა სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და ჰელექტიდებით. მღვიმიდან გამოსული ნაკადი რამდენიმე მეტრში 26 მეტრის სიმაღლის ინწრას ჩანჩქერს წარმოქმნის. მის: სოფელი ჩქვალერი,
ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესი მდინარე ენგურზე 1961 წელს აშენდა. ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის ულამაზეს წყალსაცავს. მის: დაბა ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპლიტეტი.