მუზეუმი 1936 წელს დაარსდა და მასში დაცულია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები; ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები; უძველესი ხელნაწერები; ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები; ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა. მის.: დაბა მესტია