Covid - 19 | Georgia Travel

Covid - 19

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

საქართველოს მოქალაქეებისათვის
საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;

საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

ამასთან, პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვთ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  • ისრაელის სახელმწიფო
  • თურქეთის რესპუბლიკა
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ნორვეგიის სამეფო
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • კატარის სახელმწიფო
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ბაჰრეინის სამეფო
  • სომხეთის რესპუბლიკა
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • ყაზახეთის რესპუბლიკა
  • რუსეთის ფედერაცია
  • ბელარუსის რესპუბლიკა
  • თურქმნეთი
  • უზბეკეთის რესპუბლიკა
  • ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა

ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმა

  აღდგენილია სასტუმროების ფუნქციონირება სამთო კურორტებზე არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

► სამთო კურორტებზე ფუნქციონირებს არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

  აღდგენილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

  საქართველოს მასშტაბით განახლდა რესტორნების შიდა და გარე სივრცეების ფუნქციონირება;

  განახლდა კონფერენციების და ტრენინგების გამართვა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით (70 პირის დაშვების ნებართვით);

 განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაანახლეს ფუნქციონირება სპორტულ დარბაზებმა ;

 განახლდა მუზეუმების და ბიბლიოთეკების საქმიანობა;

  განახლდა თეატრალური წარმოდგენები მაყურებლის დასწრებით, სპორტული კლუბების და შეჯიბრებების, პროფესიული ანსამბლების საქიანობა;

 განახლდა არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები;

 ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

სასარგებლო ბმულები კერძო სექტორისთვის: