„მშრალი ხიდის“ ბაზრობა თბილისის ისტორიულ ნაწილში, თავისუფლების მოედნიდან ფეხით 20 წუთის სავალზე მდებარეობს. აქ შეიძლება წააწყდეთ ყველა იმ სუვენირს და ნივთს, რომელზეც ოდესმე გიოცნებიათ.



უფრო მეტიც, ტრადიციული, ტურისტებზე გათვლილი ნივთების გარდა აქ შეიძლება ნახოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მედლები, ძველი მინანქრის ნაკეთობები, საბჭოთა კიჩი, ხელნაკეთი სამკაულები (ხანდახან ძალიან ლამაზი და დახვეწილი), ძველი კამერები და მრავალი სხვა რამ, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.


აქვე შეიძლება ნახოთ ორიგინალური ნივთები საბჭოთა კავშირიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, საკუთრივ საქართველოდან და თვით სომხური, ან აზერბაიჯანული წარმოშობისაც კი.

აქ იყიდება უამრავი წვრილმანი, რომლებიც ელიან, როდის აირჩევთ მათ და ადგილს სახლში მიუჩენთ.

ძალიან ბევრი ზეთში და აკვარელში შესრულებული ტილო ელოდება მომავალ მფლობელს. ხასხასა ფერებში გადაწყვეტილ ნახატებზე ნამდვილად იგრძნობა ის ლაღი და მხიარული განწყობა, რომელისაც ყველა ტურისტს გრძნობს საქართველოში მოგზაურობისას.


ამ ბაზრობის რიგები ძალზე საინტერესოა და შეიძლება რამდენიმე საათით შეგიტყუონ.

ყოველთვის გამოჩნდება შორიახლოს მაცდური ნივთი, რომელიც გიხმობთ, რომ მიხვიდე და კარგად დაათვალიერო. ვინ იცის, რა სიურპრიზი გელით იმ დახლთან?


მშრალი ხიდი ასევე სავსეა მეორადი ნივთებითაც.


აქ შეიძლება წააწყდეთ ძველ სამოვარებს, კამერებს, წიგნებს, ოჯახური ფოტოებს, საფოსტო ბარათებს, სათვალეებს, ბანქოს და მრავალ სხვა, ყოველდღიური დანიშნულების ნივთსა თუ აქსესუარს.


ზოგჯერ სრულიად მოულოდნელ სანახაობასაც გადააწყდებით...

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ორიგინალური, ვინტაჟური სტილის სუვენირი დაგჭირდებათ, იცით, სადაც უნდა მიხვიდეთ.