ინფორმაცია ტურისტებისთვის

სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების საშვის გაცემის პროცედურა

საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონასა და ზოლში ტურისტული მიზნებით (ლაშქრობა, ალპინიზმი და ა.შ) გადაადგილება, უნდა ჰქონდეთ სასაზღვრო ზონასა და ზოლში გადასაადგილებელი სპეციალური საშვი, რომლის აღებაც შესაძლებელია, როგორც სასაზღვრო პოლიციის ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე.

შეავსეთ “საშვის მაძიებლის განაცხადი” -ს ფორმა - https://bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists და გამოაგზავნეთ მისამართზე: [email protected]
დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვებ-გვერდზე www.bpg.gov.ge.

2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გათვალისწინებული.

სასაზღვრო პოლიციის სამმართველოების ტელეფონის ნომრები
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური ოფისი 241 3292, 241 9718, 241 3442
N1 სამმართველო (ბათუმი) 591 22 37 98
N2 სამმართველო (ახალციხე) 591 22 35 62
N3 სამმართველო (წითელი ხიდი) 591 22 39 49
N4 სამმართველო (დედოფლისწყარო) 591 22 35 90
N5 სამმართველო (ლაგოდეხი) 591 22 43 46
N6 სამმართველო (ბარისახო) 591 91 56 92
N7 სამმართველო (ყაზბეგი) 577 37 41 51
N8 სამმართველო (ჯავა-ონი) 591 22 43 05
N9 სამმართველო (მესტია) 599 04 89 53

სხვა სტატიები

საქართველოს შესახებ
„მშრალი ხიდის“ ბაზრობა - საუკეთესო ადგილი უნიკალური სუვენირების შესაძენად!

„მშრალი ხიდის“ ბაზრობა თბილისის ისტორიულ ნაწილში, თავისუფლების მოედნიდან ფეხით 20 წუთის სავალზე მდებარეობს. აქ შეიძლება წააწყდეთ ყველა იმ სუვენირს დ

Bucket List
საქართველოს 10 ყველაზე ლამაზი ტბა

ქორულდის ტბები სვანეთი. მაღალმთიან პლატოზე სამი პატარა ტბა თვლემს. Photo credit: OutdoorUkraine ეს პლატო მესტიის, სვანეთის ცენტრალური დასახლების თავზეა განლაგებულ