National Geographic საქართველოს შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი ქართული სამზარეულოს, ფოლკლორის, უძველესი არქიტექტურისა და საქართველოს ტურისტული მარშრუტების შესახებ წერს. სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებას, უშგულს უთმობს. სვანეთი National Geographic-ის ჟურნალში ქართულ შვეიცარიად არის მოხსენიებული. სვანეთის გარდა ჟურნალში დეტალურად აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები და გელათის სამონასტრო კომპლექსი.

ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC