საქართველო განაახლებს შიდა და საერთაშორისო ტურიზმს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით, საერთაშორისო ნორმების და ჯანმო-ს სტანდარტების გათვალისწინებით. შეიქმნა შესაბამისი რეკომენდაციები და პროტოკოლები მთელი ტურისტული ინდუსტრიისთვის (სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული კომპანიები და გიდები). ზემოაღნიშნული სტანდარტების განხორციელება უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ განთავსებული სასტუმროების სია, რომლებმაც გაიარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება.

სასტუმროების სია ეტაპობრივად განახლდება და განთავსდება ვებგვერდზე.

საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხო დანიშნულების ადგილის სტატუსის გათვალისწინებით ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტურიზმის ეტაპობრივი გახსნა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფით და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით.

 

გადმოტვირთეთ სრული სასტუმროების სია

ბოლო განახლება: დღეს