KA

საზაფხულო აქტივობები

ზაფხული საქართველოში საკმაოდ დატვირთული სეზონია - ზღვისპირა ქალაქებითა და კურორტებით დაწყებული, ფესტივალებით, ექსტრემალური სპორტული აქტივობებით და სამოყვარული ლაშქრობებით დამთავრებული - თუ საქართველოს ამ სეზონზე ეწვევი, მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები წლების განმავლობაში გაგყვება.

დაუვიწყარი ზაფხული საქართველოში

საქართველოს ისტორიული ძეგლებით და ბუნებით ტკბობა ზაფხულის ცხელ დღეებში დაუვიწყარია, თუმცა, არის ადგილები, სადაც მოგზაურობა ამ სეზონზე კიდევ უფრო სასიამოვნოა. ესტუმრო საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს - მესტიას, თუშეთს, ხევსურეთ, ზემო აჭარას და ა.შ.

დალაშქრე მყინვარწვერი - უშბა და თეთნულდი, Ჩადი სათაფლიაში, პრომეთესა და წონის მღვიმეებში. საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა და მათი უმრავლესობა ჯომარდობისთვის არის შესაფერისი. წელიწადის ამ დროს კაიაკინგითაც შეგიძლია დაკავდე, ასე რომ, გასართობს აქ მრავლად იპოვი.

ზაფხულში აუცილებლად უნდა ესტუმრო შავ ზღვას, სადაც ყველა გემოვნების დამსვენებლისთვის მოიძებნება გასართობი. აქ ბავშვებთან ერთადაც დაისვენებ და მშვენიერ არდადეგებსაც მოიწყობ.

Top Places
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა