KA
Rezo Gabriadze Marionette Theatre

მარიონეტების თეატრი

თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, არასდროს დაიღლები მის ქუჩებში სეირნობით, რადგან ქალაქში როგორც უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლები და ასევე, თანამედროვე საინტერესო სანახაობები გელის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სანახაობაა მარიონეტების თეატრი - ზღაპარი დიდებისთვის ქალაქის ძველ უბანში.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

მარიონეტების თეატრის ისტორია

თეატრი 1981 წელს ქართველმა რეჟისორმა რეზო გაბრიაძემ დააარსა და შენობას ოქროს ასოებით მიაწერა: „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“ („დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს“).

თეატრის სიცოცხლე  სიყვარულის მარადიული ამბით დაიწყო - მარიონეტების პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ დღესაც შეგიძლია ნახო. ეს არის ალექსანდრე დიუმას „ქალი კამელიებით“ გაბრიაძისეული, სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტით.

რას ნახავ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში?

თეატრის რეპერტუარში კიდევ ოთხი სპექტაკლია, რომლის დეკორაციებიც და თავად მარიონეტებიც გაბრიაძის მიერაა შექმნილი.

კიდევ ერთი წარმოდგენა თეატრს გარეთ იმართება, სადაც საათიანი კოშკი დგას - ისიც რეზო გაბრიაძის მიერ დაპროექტებული და აშენებული. კოშკი, თეატრს გვერდიდან აქვს მიშენებული და თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა

კოშკის მოხატული კარიდან საათში ერთხელ ოქროსფრთებიანი ანგელოზი გამოდის და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. 12:00 და 19:00 საათებზე კი კოშკის შუა ნაწილი იღება და თოჯინების წარმოდგენა, „ცხოვრების წრებრუნვა“ იწყება. 

თეატრის გვერდით კაფე „არ დაიდარდოს“ ნახავ, სადაც ქართული კერძებითა და ღვინით გაგიმასპინძლდებიან.

ინფორმაცია, რომელიც მარიონეტების თეატრზე უნდა იცოდე  

მარიონეტების თეატრში სულ 80 ადგილია. 

მისამართია შავთელის ქუჩა №13, თუმცა აბრაზე, 13-ის ნაცვლად, 12+1 არის მითითებული - გაბრიაძესთან ყველა დეტალი ასეთი შთამბეჭდავია.  

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა