ცხელი ხაზი - 0 800 800 909
Русский English
  • განთავსების ობიექტი
  • კვების ობიექტი
  • საელჩო
  • მუზეუმი
  • გალერეა
  • თეატრი
  • ტრანსპორტი
  • გართობა
  • მეტი
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში!ქვეყანაში სადაც იღვიძებს თქვენი გრძნობები!

    შეიგრძენით საქართველო, მიეცით უფლება ხელუხლებელ სილამაზეს მიგიზიდოთ, შეიცანით ჩვენი უნიკალური ტრადიციები და აიხდინეთ თქვენი თავგადასვლური ოცნება. და იცოდეთ: ქართული სულის სითბო გაგრძნობინებთ თავს სახლში!

    სიახლეები

    გართობა

    სათავგადასავლო

    გასეირნება და ლაშქრობა დააღწიო თავი ყველაფერს ყველაზე ადვილი არის საქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა სად ეძებთ ანტიკურ კვალს წყალუხვი მდინარეების ხეობებში, ძველი ანტიკური ქვის ციხ…

    კულტურა

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! თქვენ ახლა უნდა აღმოაჩინოთ ისტორიითა და ტრადიციებით მდიდარი, ამაყი და მეგობრული ქვეყანა.

    ზამთრის კურორტები

    არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მოხვდე სათხილამურო საბაგირო გზით მთის მწვერვალზე, ჩაისუნთქო ცივი, სუფთა ჰაერი და ათვალიერებდე თოვლიან მთებს შორის გადაშლილ მშვენიერ პანორამას, იმის…

    ზაფხულის კურორტები

    შავი ზღვის სანაპირო როდესაც საზაფხულო შვებულების დრო მოდის, დროა ვიფიქროთ, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში; მზე, ზღვა, თოვლით დაფარული მწვერვალები, არაჩვეულებრივი მეგობრები, გ…

    კვება და ღვინო

    არაფერი მეტყველებს ქვეყნის სულისკვეთებასა და კულტურაზე იმაზე მეტად, ვიდრე მისი მშობლიური საკვები და ღვინო. საქართველოს საკვები და ღვინო არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის მსოფლიოში…

    ზამთარი საქართველოში

    უყურეთ ახლავე →

    სატრანსპორტო ინფორმაცია

    მოგზაურობის დაწყებამდე

    საქართველიოში არის დღესასწაულები, რომელებსაც აღნიშნავენ კონკრეტულ რიცხვში და ასევე დღესასწაულები, რომელთა რომელთა რიცხვი ცვალებადია. აღდგომა - ცვალებადი დღესასწაულია. 2014 წელს აღდგომას აღნიშნავენ 20 აპრილს.

    1 იანვარი - ახალი წელი

    7 იანვარი - შობა

    19 იანვარი - ნათლისღება

    3 მარტი -  დედის დღე

    8 მართი -  ქალთა საერთაშორისო დღე

    9 აპრილი -  საქართველოს ერთიანობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე

    6 მაისი - წმ. გიორგის დღე - გიორგობა

    9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

    12 მაისი - ანდრია პირვეწოდებულის დღე

    26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე

    28 აგვისტო - მარიამობა

    14 ოქტომბერი - მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, ძველი დედაქალაქის დღესასწაული

    23 ნოემბერი - წმ. გიორგის დღე, გიორგობა

    ყველა ჩამოთვლილი დღესასწაული, გარდა 6 მაისისა, არის დასვენების დღე. ამ დღეებში სახელმწიფო სამსახურები არ მუშაობენ, კერძოს შემთხვევაში კი, დამნფუძნებელის გადაწყვეტილებით. თუმცა ნუ შეშინდებით, რომ მაღაზიები, კაფებიე, რესტორნები და ბარები არ იმუშავებენ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მონახოთ ადგილი, სადაც კარგად გაატარებთ სადღესასწაულო დღეს.

    ტურისტებისთვის საინტერესო გახლავთ დედაქალაქის დღესასწაული- თბილისობა. ოქტომბრის ერთ-ერთ კვირა დღეს ,მუსიკოსები, მოცეკვავეები, მეღვინეები იკრიბებიან ძველ თბილისში და მართავენ სანახობას,იმისა თუ რაც გამოსდით ყველაზე კარგად. საქართველოს სტუმრებისთვის ეს საუკეთესოა საშუალებაა, რომ გაიგონ მეტი თბილისზე, გაიცნონ კულტურა და ტრადიციები, დააგემოვნონ და გაიგონ საქართველოს რეგიონების სიმდიდრე.

    დღესასწაულები

    საქართველო UTC/GMT +4 დროის ზონაშია. ზაფხულის დროზე გადასვლა ამჟამად არ ხორციელდება.

    დრო

    ბანკების უმრავლესობა მუშაობს ორშაბათიდან - შაბათამდე, 9:30 ან 10:00 დან 18:00მდე. ბანკომატები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში. ყველა მათგანი გთავაზობთ ქართული ენის გარდა, ასევე ინგლისურ და რუსულ ენას. თანხის გამოტანა შესაძლებელია ლარებში და ასევე დალორაში. თქვენი საბანკო ბარათები ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდისას ნებისმიერ მაღაზიაში.

    ბანკი და ბანკომატები

    აფთიაქების სამუშაო საათები 8-დან 19 ან 20 საათამდეა, თუმცა ნებისმიერ უბანში ნახავთ, თუნდაც ერთ 24 საათიან აფთიაქს.

    აფთიაქები

    არ დაგავიწყდეთ

    თბილისის გოგირდის აბანოები მდებარეობს იქ, სადაც იწყება ქალაქი. ისინი განსხვავდებია ხამამისა და ფინური აბანოებისგან: ყველაზე მნიშვნელოვანი მათში, თბილი გოგირდის წყაროებია, რომელიც გამოირჩევა გამაჯანსაღებელი თვისებებით.

    გოგირდის აბანოების მონახულება, განტვირთვის საუკეთესო საშუელაბაა, ქართული სუფრის მოერე დღეს, სადაც თქვენ დააგემოვნებდით ღვინის მრავალ სახეობას და ჭაჭას.

    აბანოები

    კავკასიონის ყველაზე ცნობილი მწვერვალი - ყაზბეგი,მრავალი წლების მანძილზე ფიგურირებდა ბარათებზე, ნახატებზე და სუვენირებზე. გააცოცხლეთ თქვენში ეს ილუზია და გაემგზავრეთ ყაზბეგში.

    ყაზბეგი

    ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც გემუქრებათ საქართველოში, ეს არის წონაში მატება, რადგან ქართული სამზარეულო მდიდარია მრავალფეროვანი ცომეულით. ლობიანის და კუბდარის გარდა, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ რამოდენიმე ხაჭაპურის სახეობაც. დააგემოვნეთ ყველანაირი ხაჭაპური და მიხვდებით, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად.

    ხაჭაპური

    ბათუმის გასაცნობად, საუკეთესო საშუალებაა ველოსიპედის დაქირავება. ქალაქში კარგად განვითარებულია ველო ინფრასტრუქტურა: სანაპიროს გასწვრივ და გზებზე ნახავთ ველობილიკებს; გაქირავების ადგილები თითქმის მთელ ქალაქშია მიმოფანტული. გასეირნებისთვის  საჭირო რუკის მოძიება შეიძლება ტურიზმის საინფრომაციო ცენტრში, რომელიც განთავსებულია მოცეკვავე შადრევანის გვერდით.

    ველოგასეირნება ბათუმში

    მომხმარებლები