KA
Ananuri Fortified Castle Ensemble

ანანურის ციხის კომპლექსი

ანანურის ციხის ანსამბლი საქართველოს ისტორიულ მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თეთრი არაგვის მარჯვენა ნაპირზეა აშენებული. ამ მძლავრმა ციხესიმაგრემ დროს გმირულად გაუძლო. ადრე ის უძველესი ფეოდალური გვარის - არაგვის ერისთავების ციხესიმაგრე იყო, საიდანაც სტრატეგიული გზები კონტროლდებოდა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

ანანურის ციხის არქიტექტურა

ანანურის ციხის ანსამბლში სხვადასხვა დანიშნულების - სამხედრო, საკულტო და საერო ნაგებობებია გაერთიანებული და ყველა მათგანი საუკუნოვან ბრძოლებს სასწაულებრივად გადაურჩა. 

კომპლექსის ნაგებობები - ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, სამი ეკლესია, სამრეკლო, რვაკუთხიანი საკანი და წყალსაცავები, XIV-XVIII საუკუნეებში შენდებოდა. საინტერესოა მათი სახელწოდებები: კოშკი „შეუპოვარი“, ეკლესია „ღვთაება“, ეკლესია „მკურნალი“ - თითოეულ ნაგებობას აქ თავისი ლეგენდა და ისტორია აქვს.

ანანურის ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მეფე ერეკლე II-მ (1720-1798 წწ.) ანანურის ციხე შვიდ უძლიერეს ციხეს შორის დაასახელა. კრწანისის უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავადაც სწორედ ამ ციხეს შეაფარა თავი.

ხედები, რომლებიც ანანურის ციხიდან იშლება

ეს ადგილი გასაოცარ სილამაზეს შემოდგომაზე იძენს - აქაური ბუნება ყვითელი ფერის უამრავი ტონალობით აუცილებლად გაგაკვირვებს. ანანურის ციხიდან ჟინვალის წყალსაცავზე ულამაზესი ხედები იშლება. დღისით აქ თევზაობასაც შეძლებ, ღამე კი კარავში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ შეგიძლია გაათენო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა