რას აკეთებ პირველად, როდესაც მოგზაურობის ადგილს ირჩევ? რა თქმა უნდა, იქაურ ამინდსა და სეზონურობას ეცნობი. ზოგან ცხელი ზაფხულია, ზოგან - ცივი ზამთარი, ზოგან ან მხოლოდ ერთია, ან - მეორე.
საქართველოში როგორაა? აქ, ამ 69 700 კვადრატულ კილომეტრზე, დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონაა - ნოტიო სუბტროპიკულიდან დაწყებული, მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით დამთავრებული.
კახეთი კახეთში როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური კლიმატია. აქ ზამთარში საშუალო ტემპერატურა 0,5-+1.4°C-ია, ხოლო ზაფხულში - +23-30°C. კახეთში შეგხვდება ნახევრად უდაბნოები, ვაკეები, სუბალპური ტერიტორიები. ალაზნის ველზე ზომიერად სუბტროპიკული ჰავაა. აქ ზამთარში ტემპერატურა, საშუალოდ, 0°C-ია, ზაფხულში კი - 23-25°C. ანალოგიური ტემპერატურაა გარეკახეთში - ივრის ზეგანზე, გომბორისა და იალნოს ქედების წინა მთებზე. |
|
აჭარა რადიკალურად განსხვავებული ტემპერატურებია აჭარის ზღვისპირეთსა და მაღალმთიან აჭარაში. ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ტემპერატურა, საშუალოდ, 4-6°C-ია, ზაფხულში კი 22-24°C-ს აჭარბებს. მაღალმთიან რაიონებში, სადაც სუბალპური ზონაა, ხანგრძლივი ზამთარია, ტემპერატურა 3-2°C-ს აღწევს, ზაფხულში კი ჰაერი 17-21°C-ამდე თბება. |
|
აფხაზეთი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე აფხაზეთის დაბლობში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა და ის თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით გამოირჩევა. ზამთარში ხშირად ტემპერატურა 6°C აღემატება, ზაფხულში კი - 24.5°C-ს. რეგიონის მთიანი მხარისთვის ნოტიო ჰავა, ცივი ზამთარი და გრილი ზაფხულია დამახასიათებელი. ტემპერატურა ზამთარში -9, -10°C-ამდე ეცემა, ზაფხულში კი +10°C-ის ზევით ფიქსირდება. |
|
|
|
|
|
გურია გურია ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ - ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. დაბლობისთვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზომიერად ცხელი ზაფხული და ზომიერად გრილი ზამთარი. ზამთარში საშუალო ტემპერატურა 4,8°C-ია, ზაფხულში კი - დაახლოებით 22,3°C. მთიან გურიაში მინიმალური ტემპერატურა -19°C-ია, მაქსიმალური კი - 41°C. |
|
ქვემო ქართლი ქვემო ქართლი განლაგებულია ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში. ამიტომ ბარში ნოტიო სუბტროპიკული და სუბტროპიკულ-კონტინენტური ჰავაა. მთიან რეგიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა, წალკის მიდამოებში კი - ზომიერად ნოტიოდან მშრალ სუბტროპიკულზე გარდამავალი. საშუალო წლიური ტემპერატურა 15.3℃-ია, იანვრის საშუალო ტემპერატურა - 4℃, ხოლო ივლის-აგვისტოსი - 25.2℃. |
|
რაჭა-ლეჩხუმი რაჭა-ლეჩხუმისთვის გრძელი ზამთარი და მოკლე ზაფხულია დამახასიათებელი. თუმცა ზემო რაჭაში გაცილებით მკაცრი კლიმატია. ზამთარში ტემპერატურა ზოგჯერ -12°C-იდან -18°C-ამდე მერყეობს. შესაბამისად, ზაფხული გრილი და მოკლეა, ტემპერატურა, საშუალოდ, 20.4°C-ია. ქვემო რაჭასა და ლეჩხუმში შედარებით ნოტიო ჰავაა. აქ ზამთარში ტემპერატურა -0,3°C-ია, აგვისტოში კი - მინიმუმ, 22°C. |
|
|
|
|
|
სამაჩაბლო სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ზომიერად ნოტიო ჰავაა - ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9,6°C-ია. მაგ., იანვარში შეიძლება ტემპერატურა -1,6°C-ამდე დაეცეს, ივლისიდან კი ზაფხულის განმავლობაში 20,3°-30°C-ამდე ავიდეს. |
|
სამეგრელო სამეგრელოს კლიმატზე გავლენას ახდენს როგორც ზღვის სიახლოვე, ისე მთიანი მხარე. ვაკე ნაწილში ტემპერატურა ზამთარში, საშუალოდ, 6-7°C-ია, ზაფხულში კი 22°C-ს აღემატება. რაც შეეხება მთიან ზონებს, აქ ზამთარში 0°C-ია. |
|
სვანეთი ზემო და ქვემო სვანეთში ნოტიო ჰავაა, ზამთარი გრძელი და ცივია, ხოლო ზაფხული - ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო ტემპერატურა ზამთარში შეიძლება -6,4°C-იც იყოს, ზაფხულში კი მაქსიმალური ტემპერატურა +35°C-ზე ზევითაც ფიქსირდება. |
|
|
|
|
|
თუშეთი თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მაღალმთიანი რეგიონია, რომლის ტერიტორია ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ-იდან 4500 მ-ზეა განფენილი. აქ ზამთარი 5-6 თვე გრძელდება. ტემპერატურა, საშუალოდ, 3-8°C-ია, ივლის-აგვისტოში ჰაერი 15-30°C-ამდე თბება. |
|
სამცხე-ჯავახეთი სამცხე-ჯავახეთის უმეტეს ნაწილში ზამთარი ცივი და ხანგრძლივია, ტემპერატურა ხშირად 0℃-ის ქვევითაც ჩადის, საშუალოდ, -4°C-ამდე. ამიტომ ზაფხული შედარებით გვიან იწყება და ტემპერატურა +15-+30℃-ში მერყეობს. ზამთარი უფრო მკაცრია ჯავახეთის ზეგანზე, სადაც ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -40℃-ია დაფიქსირებული. |
|
იმერეთი იმერეთში ძირითადად ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია. აქ ზამთარი ცივია, ზაფხული კი - შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის ტემპერატურა +2-5°C-ია, ხოლო ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38-40°C-ს აღწევს.
|
|
|
|
|
|
მცხეთა-მთიანეთი მრავალფეროვანი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა მცხეთა-მთიანეთი, რომელშიც შედის მთიანი ნაწილი - ხევი, ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ნაწილობრივ ქსნისხევი. შესაბამისად, ეს მხარეები განსხვავებული კლიმატური პირობებით გამოირჩევა. მცხეთა-მთიანეთის მხარის დაბლობ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი, ხანგრძლივი ზაფხული. იანვარში ტემპერატურა 0℃-ზე დაბალიც კია, ზაფხულში კი +22°C-ზე ზევითაა. მთაში ზამთარში -12°C-იდან -18°C-იც ფიქსირდება. აქ გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა კი - ადრე. |
|
შიდა ქართლი შიდა ქართლში ჰავა ზომიერად თბილი და ტენიანია, ზოგან - მშრალი. ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა 22°C-იდან 40°C-ამდე აღწევს. ზამთარში კი - 1°C-ამდე ეცემა. ნალექების რაოდენობა წელიწადში, საშუალოდ, 330-760 მმ-ია.
|
|
|