KA
Anne Semonin Spa

ან სემონინის სპა

ზოგჯერ ერთადერთი რამ, რაც გჭირდება, არის განტვირთვა, გამაახალგაზრდავებელი და გამაჯანსაღებელი პროცედურები, პარიზული, თერმული ქვების, ზღვის მარილის სკრაბი და ოკეანის მასაჟის რიტუალი - ამ ყველაფერს თბილისში შეხვდები, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს მე-18 სართულზე.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რა არის Anne Semonin Spa?

Anne Semonin Spa - ასე ჰქვია ცენტრს, რომელიც ზღაპრულ განტვირთვასა და გაჯანსაღებას გთავაზობს. აქ შეგიძლია სხეულის მასაჟით, გახდომისა და გაჯანსაღების თერაპიებით, იოგითა და ოენოთერაპიით ისიამოვნო.

სპა პროცედურები მსოფლიოში ცნობილი ბრენდის - Anne Semonin-ის მიერ შექმნილი ეთერზეთებისა და ზღვის ინგრედიენტების კომბინირებული საშუალებებით ტარდება. აქ თუ მოხვდები, შენ ირგვლივ დიდი აუზი და იატაკამდე დაშვებული ფანჯრებიდან სასწაული ხედები გადაიშლება. 

რით არის განსაკუთრებული Anne Semonin Spa?

ამ სიამოვნების მიღება ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება და ამაში მაშინ დარწმუნდები, როდესაც საკუთარ თავს მუსიკის, უგემრიელესი კოქტეილებისა და განუმეორებელი არომატების თანხლებით თბილისში, Anne Semonin Spa-ში ვიზიტით დაასაჩუქრებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა