აჯიკის მთავარი ინგრედიენტებია: წიწაკა, ნიორი, მარილი და სხვადასხვა
სუნელი.
მისი გემოს საიდუმლო კი დამზადების ტექნოლოგიაა. 2018 წლიდან აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც მიენიჭა;
2018 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზუგდიდში საფუძველი დაედო „აჯიკის ფესტივალს“, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა და ზაფხულში ან შემოდგომაზე იმართება.
ფესტივალის ფარგლებში კულინარიულ მასტერკლასებსაც შემოგთავაზებენ. აქ შეგიძლია დააგემოვნო ეთნიკური კერძები, მოისმინო საქართველოს გასტრონომიული ისტორია და, რა თქმა უნდა, გასინჯო და შეიძინო აჯიკის სხვადასხვა სახეობა: წითელი აჯიკა, მწვანე აჯიკა, მშრალი აჯიკა, ინოვაციური პროდუქტი აჯიკით; ასევე - სვანური მარილი, ტყემალი და პომიდვრის საწებელი.