KA

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ხელუხლებელი ბუნებით, ფრინველების მომაჯადოებელი გალობით და კრისტალურად სუფთა ჰაერითა და წყლით ეს ადგილი ნამდვილად ჰგავს სამოთხეს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში უდიდესი და კავკასიაში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული პარკია, რომელიც თბილისიდან 170კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
რეგიონი
ახალქალაქი

რას ნახავ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

ეროვნული პარკი იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს და მისი საერთო ფართობი 107 083 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 1%-ზე მეტია. 

პარკის ტერიტორიაზე ხარობს უნიკალური მცენარეები, მათ შორის უთხოვარი, იგივე ურთხელი და წითელი ხე (Taxus baccata) - საქართველო ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც უთხოვრის რელიქტური კორომებია შემორჩენილი; პარკში ბინადრობს ფრინველთა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა კავკასიური როჭო, ხოლო ცხოველებიდან ნაკრძალში ფოცხვერიც კი გვხვდება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ვიზიტორებისთვის მოწყობილია კომფორტული თავშესაფრები; შეგიძლია, დაგეგმო მრავალდღიანი ლაშქრობები მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკებზე. პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია სპეციალური საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის PAN-PARK ის წევრია. აქ ვიზიტორების კომფორტი და მაქსიმალური უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი.

პარკის ვიზიტორთა ცენტრები ბორჯომსა და ხარაგაულშია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა