საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Drisi Fortress

დრისის ციხე

კასპის მიმდებარედ, სოფელ ჭყოპიანში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, 400 მეტრის სიმაღლეზე გაშლილ ულამაზეს ტყეში ჩაფლულ საცალფეხო გზას თუ აუყვები, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლს - XII საუკუნის დრისის ციხეს იხილავ. მას ხშირად ჯავახაანთ ციხეს ან თამარის ციხესაც უწოდებენ.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
კასპი

დრისის ციხის ისტორიული წარსული

როგორც ისტორია გადმოგვცემს, ციხესიმაგრე ქართველი ფეოდალების - თორელების მიერაა აგებულია. მოგვიანებით ის ჯავახიშვილების საგვარეულოს კუთვნილება გამხდარა. სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ ძეგლს დრისის ჯავახაანთ ციხესაც.  

დრისის ციხის სტრუქტურა

რთული კონფიგურაციის კლდოვან კონცხზე გაშენებული ეს ციხესიმაგრე საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ მის მნიშვნელობას ერთი შეხედვითაც მიხვდები. დღესაც ჩანს, რომ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაშიც ეკლესია, კოშკი, სასახლე და სათავსები შედიოდა, ორიარუსიანი გალავანი ჰქონდა შემოვლებული. 

ყველა ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, ქვიშაქვითა და რიყის ქვითაა აშენებული. ციტადელში ჩრდილოეთით კოშკი დგას, სამხრეთით კი სასახლეც მდგარა, რომელიც ამჟამად დანგრეულია. ციხის ზედა იარუსზე მდგარი ეკლესია  წმ. გიორგის სახელობისაა. ის კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებითაა ნაგები.

ამჟამად, დრისის ციხეზე ასვლა აღმოსავლეთის მხრიდან, ტყეში მიმავალი ბილიკის საშუალებითაა შესაძლებელი, ასევე დასავლეთიდანაც, თუმცა გაითვალისწინე, რომ ეს გზა გაცილებით რთულია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა