მემულის ტბა ზღვის დონიდან 2750 მეტრ სიმაღლეზე, მდინარეების - ნენსკრასა და საკენის გამყოფი ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ჭუბერის თემში მდებარეობს.
მარშრუტი საშუალო სირთულისაა.
მარშრუტს ზედა მემულიდან დაიწყებ. გზის პირველ 3 კილომეტრს წიწვოვანი ტყის გავლით მარტივად დაძლევ. შემდეგ აღმართებზე, ქვიან ზედაპირზე, გაუვალ ბალახში სიარული მოგიწევს.
ამ მარშრუტის გავლა ნამდვილად ღირს მემულის ტბის სანახავად, რომლის წყალიც ხშირად ყინულითაა დაფარული.
დაბანაკება შეგიძლია როგორც ტბის მიმდებარე ადგილებში, ისე ზედა მემულში.