KA

ზიპლაინი მტირალას ეროვნულ პარკში

მტირალას ეროვნული პარკი აჭარის მთათა სისტემაზე, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის გასაყარზე, ზღვის დონიდან 800-100 მეტრზე მდებარეობს. პარკის შესასვლელამდე, რომელიც დაბა ჩაქვთანაა, ბათუმიდან მანძილი 25 კმ-ია.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხელვაჩაური

მარშრუტი 

მტირალას ეროვნული პარკის ზიპლაინის საწყისი წერტილის სიმაღლეა 800 მ. 

ზიპლაინი იყოფა 3 სექციად, რომელთა სიგრძე 20, 290 და 260 მეტრია. 

შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი სიგრძისა და სანახაობის ბაგირი.  

დაშვებისთვის საჭიროა 40-50  წამი. 

სეზონი

მტირალას ზიპლაინი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს, რასაც ხელს უწყობს ამ ადგილისთვის დამახასიათებელი რბილი, ნოტიო ჰავა. 

ზიპლაინით დასაშვებად ვიზიტორთა ცენტრს უნდა მიმართო. ვიზიტორთა ცენტრიდან ზიპლაინის სტარტის ადგილამდე 2 კმ-ის ფეხით გავლა მოგიწევს.

უსაფრთხოება

მტირალას ეროვნული პარკის ზიპლაინი თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობითა და უსაფრთხო სისტემებითაა მოწყობილი. ადგილზე მუშაობენ გამოცდილი ინსტრუქტორები. 

რა არის საჭირო ზიპლაინით დასაშვებად?

არ უნდა გქონდეს სიმაღლის შიში, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. სხეულის წონა უნდა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 130 კგ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა