KA
Tbilisi Architectural Biennial

თბილისის არქიტექტურის ბიენალე

2017 წელს თინათინ გურგენიძემ, ნათია კალანდარიშვილმა, გიგი შუკაკიძემ და ოთარ ნემსაძემ თბილისის არქიტექტურის ბიენალე დააარსეს - პლატფორმა, სადაც სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები ერთი თემის გარშემო ერთიანდებიან და თავის აზრს გამოხატავენ. ბიენალე ორ წელიწადში ერთხელ, ოქტომბრის ბოლოს, ურბანული ფესტივალის სახით თბილისში იმართება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რა გამოწვევებს პასუხობს თბილისის არქიტექტურის ბიენალე?

ბიენალეს თემები კონკრეტულ პრობლემებს ეხება. მათ შორის, ბიენალეს დამფუძნებლები იკვლევენ ტრანსფორმაციის პერიოდის შენობებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აშენდა, საუბრობენ თბილისში გაჩენილ თვითნებურ არქიტექტურაზე, სწავლობენ ქალაქში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს, რაც აუცილებელია მათთვის შესაფერისი და სასურველი საცხოვრისის შესაქმნელად.

რა სახით იმართება თბილისის არქიტექტურის ბიენალე?

პლატფორმა მოიცავს ლექციებს, ვორქშოპებს, ურბანულ-არქიტექტურულ ინსტალაციებს, ქალაქის ტურებს, ფილმების ჩვენებასა და პერფორმანსებს. ბიენალე მასპინძლობს წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბიენალე აცხადებს საერთაშორისო კონკურსსაც. მასში მონაწილეობა კი უფასოა და ყველა დაინტერესებულ არქიტექტორს, ხელოვანსა და ურბანისტს შეუძლია.

ნამუშევრებს აფასებს ბიენალეს პარტნიორი ორგანიზაციების Pavilion of Culture (უკრაინა), Dekabristen e.V. (გერმანია), Transmedia Akademie Hellerau e.V. (გერმანია), Mies van Der Rohe Foundation (ესპანეთი), Kotor Apps (მონტენეგრო), Barleti Universiteti (ალბანეთი), Trienal de Arquitectura de Lisboa (პორტუგალია) წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა