KA
Tbilisi Digital Space

თბილისის ციფრული სივრცე

თბილისის ციფრული სივრცე კავკასიაში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმია, სადაც აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებითა და სპეცეფექტებით სხვადასხვა თემებზე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ემოციური სანახაობებია შექმნილი.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ თბილისის ციფრულ სივრცეში?

ამ ვირტუალურ სამყაროში ოთხი განსხვავებული სივრცეა. 

მთავარი დარბაზი გამოფენებს ეთმობა. აქ თითოეული თემა, მუსიკის ფონზე, ერთ საათს გრძელდება. 

ესენია:

ვინსენტ ვან გოგი -  60-ზე მეტი ანიმირებული ნამუშევრით, მათ შორის, „საძინებლის“ ზუსტი რეკონსტრუქციით - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა;

გუსტავ კლიმტი -  აქ კლიმტის „ოქროს ხანას“ ნახავ, ასევე პორტრეტებსა და პეიზაჟებს;  

სალვადორ დალი - მისი ამოძრავებული ფერწერა მართლაც რომ მომნუსხველია; 

გამოფენების დარბაზში ბავშვებისთვის ემოციური და შემეცნებითი სანახაობაა - გალაქტიკები და პლანეტები, აგრეთვე, იურული პერიოდისა და წყალქვეშა სამყარო;

მეორე ოთახი ჩირაღდნების სამყაროა, ათასფრად მოციმციმე კრისტალებითა და ისევ ჯადოსნური მუსიკალური გაფორმებით.  

მესამე სივრცე ქართული ოთახი, ანუ კინოდარბაზია, სადაც აჩვენებენ ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბას“, რომელშიც მოკლე ქრონომეტრაჟით საინტერესოდ არის გადმოცემული საქართველოს ისტორია, და ვაჟა-ფშაველას „ხმელ წიფელს“, რომელიც სამ ეკრანზე 270-გრადუსიანი პროექციით გადის. 

როგორ მოვხვდეთ თბილისის ციფრულ სივრცეში?

ვირტუალური სამყაროს მისამართია შოთა რუსთაველის გამზირი 16 და თუ განსხვავებული თავგადასავლები გიყვარს, მაშინ ამ ადგილას აუცილებლად უნდა შემოიარო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა