ხიდი, რომელიც ერეკლე II-ის ქუჩასა და რიყეს აკავშირებს, 2010 წელს აიგო იტალიელი დიზაინერისა და არქიტექტორის მიკელე დე ლუკას პროექტით.
ხიდი მთლიანად ლითონის კარკასში ჩასმული ცისფერი მინის პანელებით არის გადახურული, ამიტომ ხალხი მას დღემდე „შუშის ხიდს“ ეძახის. მისი სახურავი განათების დიზაინერის, ფრანგი ფილიპ მარტინოს მიერ შემუშავებული სისტემით ღამე 50 000 ნათურით ნათდება.
„მშვიდობის ხიდი“ მუდამ სავსეა ხალხით - ადგილობრივებითა და ტურისტებით. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება მტკვრის ციცაბო ნაპირებზე შეფენილ ისტორიულ უბნებზე და მათ შემოგარენზე.