პალიასტომი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ქალაქ ფოთთან მდებარე გამდინარე ტბაა, რომელიც ზღვის დონიდან 0.3 მეტრით დაბლა მდებარეობს.
ტბის ზედაპირის ფართობია 18,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4 მ, საშუალო სიღრმე - 2,6 მ. ტბა წვიმის წყლითა და შენაკადებით საზრდოობს.
წყლის ტემპერატურა ივლის-აგვისტოში, საშუალოდ, 250C-ია, ზამთარში, საშუალოდ 5 0C.
პალიასტომის ტბა კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია, და მისი ადმინისტრაციის სპეციალური ნებართვით,
ტბაზე დაშვებულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, ასევე
თევზჭერა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით.
პალიასტომის ტბაზე გავრცელებული თევზის სახეობები და თევზჭერის ვადები:
ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
შამაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე
ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე
მთელი წლის განმავლობაში დაშვებულია თევზჭერა კეფალისებრთა
ოჯახის სახეობებზე.
თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე და ნათხარებში მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, თვლის ზომა არანაკლებ 22 მმ-ია;
კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბასა და ნათხარებში მოსაყრელი ბადით, რომლის სიგრძე 350 მეტრზე მეტია და თვლის ზომა არანაკლებ 22 მმ-ია;
მოსასმელი და მოსაყრელი პრინციპით ბადეების გამოყენება და ისეთი ბადეების ჩადგმა, რომელთა სიგრძე 200 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მილიმეტრზე ნაკლები. ამასთანავე, ჩასადგმელი ბადის სიმაღლე 3 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
პალიასტომის ტბაზე სათევზაოდ გაითვალისწინე ამინდის პროგნოზი, ვინაიდან ძლიერი ქარის პირობებში პალიასტომის ტბისთვის დამახასიათებელია ძლიერი ღელვა.