KA

თევზაობა საღამოს ტბაზე

საღამოს ტბა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1996 მ. სიმაღლეზე, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. 
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

ტბის დახასიათება

საღამოს ტბის საშუალო სიღრმე 1,6 მ-ია, მაქსიმალური - 2,3 მ. ლურჯად მოლივლივე ტბა და მისი ტყიან-მინდვრიანი სანაპიროები წლის ნებისმიერ დროს ლამაზი სანახავია. 

ეს შესანიშნავი ადგილია სათევზაოდ და ბუნებაში დასასვენებლად.

თევზის სახეობები

საღამოს ტბაში შემდეგი სახეობის თევზი ბინადრობს: კალმახი, კობრი, რიპუსი, ქაშაპი, წვერა.

საღამოს ტბაში ბინადრობს თევზის სახეობა ჭაფალა (რიაპუშკა), რომლის დაჭერა ზამთარშიც შესაძლებელია. 

თევზჭერა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ტბებზე 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების - „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - შესაბამისად რეგულირდება.

ტბის ირგვლივ

ტბის ირგვლივ მშვენიერი საბანაკე ადგილებია. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო, სადაც თევზსაშენი აუზები აქვთ. სოფელში შუა საუკუნეების (X-XV სს) ოთხი ბაზილიკაც დაგაინტერესებს, რომლებიც ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით მდებარეობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა