მდინარე ნენსკრის სექციების სირთულის კატეგორიაა 3-5.
მარშრუტი გადის ჭუბერის თემში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1003 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მდინარე ნენსკრა სათავეს იღებს ზღვის დონიდან 2915 მეტრზე, საზრდოობს მყინვარული ნადნობით, მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლებით. მდინარის სიგრძეა 42 კილომეტრი, ენგურს უერთდება მარჯვენა მხრიდან. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, შემოდგომაზე ახასიათებს წყალმოვარდნა.
პირველი სექცია იწყება ხეობის დასაწყისში, ადგილ მაშრიჭალაში, ზღვის დონიდან 1323 მ-ზე და სრულდება სოფელ სგურიშში, ზღვის დონიდან 994 მ-ზე.
პირველი სექციის სიგრძეა 9,5 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 329 მ, სირთულის კატეგორია - 4 (რთული, მრავალრიცხოვანი, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).
მეორე სექცია იწყება სოფელ ტიტაში, ზღვის დონიდან 1115 მ-ზე და სრულდება სოფელ ლუხში, ზღვის დონიდან 658 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 15 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 457 მ, სირთულის კატეგორია 3-4 (საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).
მესამე სექცია იწყება სოფელ ლუხში, ზღვის დონიდან 750 მ-ზე და სრულდება ენგურის შესართავთან, სოფელ საგერგილის ხიდამდე, ზღვის დონიდან 621 მ-ზე.
მესამე სექციის სიგრძეა 1,5 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 129 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები). ამ სექციაზე დაშვებამდე აუცილებელია სიფონების (ლოდების) ადგილმდებარეობის ცოდნა.
მდინარე ნენსკრის პირველ სექციაზე კაიაკინგი შესაძლებელია აპრილ-ივნისსა და სექტემბერ-ოქტომბერში;
მეორე სექციაზე - აპრილიდან ოქტომბრამდე;
მესამე სექციაზე - აპრილ-ივნისში, სექტემბერ-ოქტომბერში.
როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას
ჭუბერის თემი დაბა მესტიიდან 69 კილომეტრითაა დაშორებული. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.