აქამდე ჯერ სამანქანო გზით მოხვალ, შემდეგ კი ხეებით დაჩრდილულ, ქვაფენილიან და საფეხურებიან ბილიკს დაადგები, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ჭიშკართან მოგიყვანს.
კლდეზე რომ ახვალ, პატარა ეკლესიას დაინახავ. სვეტის დასავლეთით კი უძველესი მარანია რვა ქვევრით, სადაც, სავარაუდოდ, ღვინოსა და წყალს ინახავდნენ. მარნის ქვევით, კლდეში მცირე ზომის სენაკია გამოკვეთილი.
ტაძარი VIII-IX საუკუნეებშია აგებული, ხოლო ბოლნური ჯვარი, რომელიც კაცხის სვეტის ძირშია გამოკვეთილი, უფრო ადრეული - VI საუკუნისაა.
კაცხის სვეტი ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილი კლდოვანი მასაა და მისი ფართობი დაახლოებით 150 კვ.მეტრია. კლდის ძირი გამოფიტულია და ისეთ დაქანებას ქმნის, რომელიც კლდეს რთულსა და მიუდგომელს ხდის.