მარჯანიშვილის სპექტაკლებში ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს - მსახიობთა თამაში, მასობრივი სცენები, სიტყვა, მოძრაობა, რიტმი, მუსიკა, მხატვრობა… ამ პერიოდში მარჯანიშვილის გვერდით დგანან ქართველი მხატვრები, ქართული მოდერნიზმის უმნიშვნელოვანესი ფიგურები - პარიზიდან ჩამოსული ფერმწერი დავით კაკაბაძე და ქართული სცენისა და კოსტიუმის დიზაინის რევოლუციონერი, გენიალური პეტრე ოცხელი.
მას შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორის ტრადიციები და თეატრის დღესასწაული გრძელდება.
თეატრალური სეზონი სექტემბრიდან იწყება და ივნისში იხურება. მას ორი სცენა აქვს, სადაც სეზონის განმავლობაში 400-მდე სპექტაკლი იდგმება და 40 ათასამდე მაყურებელი სტუმრობს.
მარჯანიშვილის თეატრის დასი მუდმივი და მოწვეული მსახიობებისგან შედგება და სპექტაკლებს საზღვარგარეთაც წარმატებით მართავს.
თეატრის შენობა 1909 წელს ცნობილმა ქართველმა მეცენატმა ძმებმა - ზუბალაშვილებმა ააგეს.
თეატრი მარჯანიშვილის ქუჩის 8 ნომერში მდებარეობს.