„ლეგენდს წყალტუბო სპა რესორტი“ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვისათვის საუკეთესო ადგილია.
გამაჯანსაღებელი პროგრამის ფარგლებში, ადგილზე კვალიფიციური ექიმი პერსონალურად შენთვის შეადგენს გეგმას. ბალნეოსერვისებში (წყარო 6 და 1) რადონის წყლის პროცედურებია, დაავადებათა ჩამონათვალი კი, რის მკურნალობასაც აქ შეძლებ, საკმაოდ დიდია და მათ შორისაა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მკურნალობა. ეს ადგილი შესანიშნავია მათთვისაც, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გინეკოლოგიური პრობლემები და კანის სხვადასხვა დაავადება აწუხებს.
აქ, ჯანმრთელობასთან ერთად, სილამაზეზე ზრუნვაც შესაძლებელია და შეთავაზება ვრცელდება როგორც ქალბატონებზე, ისე მამაკაცებზე. პროცედურები მოიცავს სახის, თავისა და ტანის მასაჟებს, სახის სხვადასხვა ნიღაბს, მკვდარი ზღვისა და ტალახის პროცედურებს, წყალქვეშა მასაჟსა და სპა კაფსულს, ასევე ტაილანდური მცენარეების მასაჟს. თუკი ანტიცელულიტური პროგრამით დაინტერესდები, გაითვალისწინე, რომ ის, უახლესი ევროპული წარმოების ლიმფოდრენაჟით ჩატარებულ პროცედურასთან ერთად, ანტიცელულიტური კრემებით მასაჟსაც მოიცავს.