ის ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1090 მეტრ სიმაღლეზე, სოფელ ლიპში მდებარეობს. გაშლილ სივრცეში დაბალი ტყეებით, სერებითა და მინდვრებით გარშემორტყმული და ცისფრად მოლივლივე წყალი ძალიან ლამაზია.
აქ ადვილად შეარჩევ საპიკნიკე ადგილს. თუ თევზაობა გიყვარს, ესეც შესაძლებელია. ხრამული, კობრი, საზანი, ამური, კარჩხანა - ეს ლიპის ტბის ბინადრების მხოლოდ ნაწილია. თუ თან კარავსაც წაიღებ, ტბის ნაპირზე ღამის გათევასაც თავისუფლად მოახერხებ.
ასევე, ლიპის ტბაზე ხშირად იმართება სპორტული თევზჭერის ეროვნული ჩემპიონატი.
შენი ტური, სასიამოვნოსთან ერთად, შემეცნებითიც რომ გამოვიდეს, სოფელ ლიპში ისტორიული დარბაზული ეკლესიის მონახულებაც შეგიძლია.