ფრესკული წარწერების კვლევამ აჩვენა, რომ ტაძარი ქართველთა მეფე დემეტრე I-ის დროს მხატვარ მიქაელ მაღლაკელს მოუხატავს. ეკლესიის ერთადერთი მოხატულობა კი მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე, მეფე დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრეს მეფედ კურთხევის ცერემონიაზე მოგვითხრობს.
მაცხვარიშის მთავარანგელოზის ტაძარში XII-XIII საუკუნეების რამდენიმე ფერწერული ხატია, მათ შორის, მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და ჯვარცმის დიდი ზომის ხატები. აქვეა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი ასომთავრული წარწერით, ტიხრული მინანქრებით შესრულებული მედალიონებით შემკული საწინამძღვრო ჯვარი და სხვა სიწმინდეები.
ტაძრის ირგვლივ ტყით შემოსილი მთები და ფერდობებია, სადაც მწვანე ბალახზე დასვენებასაც შეძლებ და ულამაზესი ბუნებით მიღებული შთაბეჭდილებაც არასოდეს დაგავიწყდება.