KA
Mount Kazbegi (Mkinvartsveri)

მთა ყაზბეგი

მარადიული თოვლით დაფარულ ამ დიდებულ მწვერვალს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე მდებარეობს, მყინვარწვერის, მწვერვალი ყაზბეგისა და ხევის პატარძლის სახელით მოიხსენიებენ.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

რა უნდა იცოდე, თუკი ყაზბეგის დალაშქვრას მოისურვებ

მყინვარწვერი ჩამქრალი ვულკანია, რომლის ბოლო ამოფრქვევა შუა პლეისტოცენში უნდა მომხდარიყო, ანუ 2,580,000-იდან 11,700 წლის წინათ.

მყინვარწვერიდან რამდენიმე მყინვარი ეშვება — სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვები. აქ იღებს სათავეს საქართველოს ყველაზე სწრაფი მდინარე თერგი. მყინვარწვერი განსაკუთრებით საინტერესოა მთამსვლელებისა და მეკლდეურებისთვის, თუმცა მისი დალაშქვრისთვის აუცილებელი არაა, პროფესიონალი სპორტსმენი იყო. ამისთვის დაგჭირდება კარი ფიზიკური მომზადება, სწორად შერჩეული დრო, შესაბამისი აღჭურვილობა და რაც მთავარია - პროფესიონალი გიდი.

ყაზბეგზე ორი კლასიკური მარშრუტი ადის, ხოლო ასასვლელად ოპტიმალური დრო ზაფხულის მეორე ნახევრიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდეა, როცა თოვლის საფარი შემცირებულია და ამინდიც უმეტესად მზიანია. 

როდესაც მყინვარწვერზე, ღრუბლებს ზემოთ მოექცევი და უკიდეგანო სივრცეში აღმოჩნდები, აქ ამოსვლის სურვილი კიდევ ბევრჯერ დაგეუფლება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა