KA
Georgian National Gallery

ნახატების ეროვნული გალერეა

ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები, XX საუკუნისა და თანამედროვე კლასიკური ქართული ფერწერისა და ქანდაკების, მთლიანობაში, 30 ათასი ექსპონატი - ასეთია ფონდი, რომელიც ნახატების ეროვნულ გალერეას ეკუთვნის.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ ეროვნულ გალერეაში?

თბილისში განთავსებული ამ მუზეუმის კედლებში მსოფლიო შედევრებიც გამოიფინება. ბოლო წლებში მან უმასპინძლა ანტიკურ რომაულ ქანდაკებებს, მიქელანჯელოს გრაფიკულ ნამუშევრებს, ბოტიჩელის, ტიციანის შემოქმედებას, ასევე თანამედროვეობის ისეთი ცნობილი არტისტების ინსტალაციებს, როგორებიც არიან, მაგალითად, ვეივეი და მიქელანჯელო პისტოლეტო. 

შეუძლებელია, მუზეუმის ბაროკოს სტილის, უხვად დეკორირებული შენობა არ შეამჩნიო. გალერეაში შესვლისას შენს ყურადღებას მიიპყრობს მინის გადახურვა, რომელიც დარბაზებისა და ექსპონატების შესანიშნავ განათებას უზრუნველყოფს.  

ეს შენობა 1888-1892 წლებში არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა „დიდების ტაძრის“ სახელით ცნობილი სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის ააგო. ცნობილი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით 1920 წელს აქ ეროვნული გალერეა გაიხსნა. 

წლების წინათ მისი ცისფრად შეღებილი ფასადების გამო, ეროვნულ გალერეას „ცისფერი გალერეის“ სახელითაც იცნობენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა