KA
Niko Pirosmani House Museum

ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი

2018 წელს მისი ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბის აუქციონზე 2,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქართველი პრიმიტივისტის ნიკო ფიროსმანაშვილის ეს ტილო ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის ზალცბურგის სახლში ეკიდა.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

რას ნახავ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში?

ნიკალა (ნიკო) ფიროსმანი, რომლის ნახატები დღეს პაბლო პიკასოს, კლოდ მონეს, ედვარდ მუნკის ნამუშევრების გვერდით გამოიფინება, სიღარიბეში გარდაიცვალა. ნიკალას ნახატები პოლონელმა ემიგრანტმა ილია ზდანევიჩმა აღმოაჩინა და პაბლო პიკასოს აჩვენა. ნანახმა პიკასოზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან ფიროსმანის პორტრეტი შექმნა. 

ნიკალას სპეციალური განათლება არ მიუღია, თუმცა 1880 წელს, თვითნასწავლ ზაზიაშვილთან ერთად, ფერწერის სახელოსნო გახსნა, სადაც ისინი აბრების მოხატვაზე მუშაობდნენ. შეკვეთით დუქნების კედლებიც მოუხატავს, უმუშავია კონდუქტორად, ვაჭრობისთვისაც მიუყვია ხელი, მაგრამ ცხოვრების ბოლო წლები მაინც თბილისის ძველ უბანში, კიბის ქვეშ, პატარა ოთახში გაატარა. 

უცნობია ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, არც მისი საფლავის ადგილსამყოფელია ცნობილი. არასდროს ჰყოლია ოჯახი, შვილები. გენიალური ნახატების გარდა, დარჩა სახლი მირზაანში, რომელიც 1898 წელს ააშენა. სწორედ აქ გაიხსნა 1960 წელს მისი სახლ-მუზეუმი. პირადი ნივთების გარდა, მუზეუმში 9000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ნიკალას 14 ნახატი და ლითოგრაფია - პაბლო პიკასოს თვალით დანახული ფიროსმანი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა