KA
Nokalakevi Museum-Reserve

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი

ამ ადგილას ანტიკურ და ადრექრისტიანულ ხანაში კოლხეთის პოლიტიკური ცენტრი და ლაზიკის სამეფოს დედაქალაქი არსებობდა. დღეს კი აქაურობა მუზეუმ-ნაკრძალია და მისი ნახვა სამეგრელოში, ქალაქ სენაკიდან 16 კმ-ში, სოფელ ნოქალაქევში შეგიძლია. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
სენაკი

ნოქალაქევის სტრუქტურა

ნოქალაქევს თავდაპირველად „ციხეგოჯი“ ეწოდებოდა. ახ. წ. IV  საუკუნიდან კი ბერძნები არქეოპოლისად მოიხსენებდნენ. 20 ჰექტარზე,  რთულ რელიეფზე გაშენებული ციხეგოჯი სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარ ნაწილში მეფე-დიდებულები და სამღვდელოება ცხოვრობდა, ფერდობზე გარნიზონი იყო განთავსებული, მაღალი მთის პლატოზე კი შიდაციხე, ციტადელი და აკროპოლისი იყო განლაგებული.

ჩვენამდე ნაგებობათა ნაწილმა მხოლოდ ნანგრევების სახით მოაღწია.

ნოქალაქევის კომპლექსში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და აქ არსებული რომაული ტიპის აბანოები ქალაქის ყოფითი კულტურის მაღალ დონეზე მეტყველებს. 

ეს ნივთები, რომელთაგან ყველაზე ძველი ძვ. წ. VIII-VII საუკუნისაა, აქვე, მუზეუმშია დაცული და მათი დათვალიერებაც შეგიძლია. 

მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე კი სამეგრელოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია - VI საუკუნის ორმოცი წმინდა მოწამის სახელობის ეკლესია.

ნოქალაქევის ლეგენდა

არსებობს ვერსია, რომ ნოქალაქევის ადგილას მითური ქალაქი აია მდებარეობდა, საიდანაც ბერძნული მითოლოგიის გმირმა იასონმა, კოლხეთის მეფის ასულის მედეას დახმარებით, ოქროს საწმისი მოიპარა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა