KA
Nuri Lake

ნურის ტბა

ნურის ტბა ბათუმის მშვენებაა. ეს არის ბუნებრივად წარმოქმნილი ტბა, რომელიც ბათუმის ცენტრალური პარკის შუაგულში მდებარეობს და თავისი სილამაზით აუცილებლად მოგხიბლავს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

პატარა ტბა დიდ ხიბლს სძენს იქაურობას და უამრავ ადამიანს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს. ტბის გარშემო არის გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, ახლოსაა მცირე ზოოპარკი, ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი. ტბის ტერიტორიაზე შესაძლებელია იქირაო ნავი და ტბაში შეცურო. 

ტბის მიმდებარედ ზაფხულში უამრავი ადამიანი იყრის თავს და სასიამოვნო გარემოში ისვენებს. ტბაში სხვადასხვა სახეობის თევზიც ბინადრობს, მათ შორისაა კეფალი, კობრი და სქელშუბლა.

2018 წელს ნურის ტბაში წავის ქვესახეობაც გამოჩნდა, რომელიც ტბაში უკანასკნელად, დაახლოებით, 100 წლის წინათ - XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დააფიქსირეს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა