KA
ვარციხე

როდოპოლისი

ქუთაისიდან 13 კილომეტრში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ისტორიული სოფელი ვარციხე მდებარეობს. ის შუა საუკუნეებში ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. 
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ბაღდათი

როდოპოლისის ისტორიული წარსული

ადგილობრივები - ვარდციხეს (ვარდის ციხეს), ძველი ბერძნები კი როდოპოლისს (ბერძნულად როდონი ვარდს ნიშნავს, პოლისი კი - ქალაქს) უწოდებდნენ.

ვარციხე პირველად VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებშია მოხსენიებული. როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერდა, ლაზეთში ყველაზე შესანიშნავი ქალაქები როდოპოლისი და მოხირისი (ახლანდელი მუხურისი) იყო. იუსტინიანე კეისრის მიხედვით კი, არქეოპოლისი და როდოპოლისი ლაზეთის უდიდესი და უძველესი სიმაგრეებია. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. 

როდოპოლისის მდებარეობა

როდოპოლისი ტყეებით გარშემორტყმულ ვაკეზე მდებარეობდა, რომლის ირგვლივაც მდინარეები ჩამოედინება. ეს საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ერთმანეთს სამი მდინარე უერთდება. რიონის, ყვირილისა და ხანისწყლის შესაყარზე მდებარე ვარციხესთან კი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაც გადიოდა.

დღეს აქ ნაქალაქარია, რომელიც ძველი დიდების უტყვი მოწმეა. ციხე-ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძველი გალავნის წყობა და მასთან მიშენებული მართკუთხა კოშკის ნანგრევებია. ციხის ჩრდილოეთ ნაწილში ორი სხვადასხვა პერიოდის ეკლესიაა, აქედან ერთ-ერთი კი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა