KA
Rustaveli Drama Theater in Tbilisi

რუსთაველის დრამატული თეატრი თბილისში

გინახავს შექსპირის „რიჩარდ მესამე“ ან ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ ქართველების შესრულებით? მაგალითად, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე? ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას ეს შედევრები, როგორც მათ თეატრმცოდნეები უწოდებენ, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რუსთაველის დრამატული თეატრის ისტორია

საქართველოს თხუთმეტსაუკუნოვანი დედაქალაქის მთავარ არტერიაზე, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის ისტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც დიდმა ქართველებმა  - ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა რუსეთის იმპერიის მიერ 1856 წელს დახურული ქართული თეატრის აღდგენა გადაწყვიტეს. 

სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად, მათ „დრამატული კომიტეტი“ ჩამოაყალიბეს და 1879 წლის 5 სექტემბერს ქართული დრამის თეატრის პირველი სეზონი გახსნეს. 1901 წლიდან დრამის თეატრმა რუსთაველის გამზირზე, „ტფილისის საარტისტო საზოგადოების“ ახლად აგებულ ბაროკოსა და როკოკოს სტილის შენობაში დაიდო ბინა. 1921 წლიდან ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა.

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, მიხეილ თუმანიშვილი, თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა. თეატრის აღიარებების, მის სცენაზე გაცოცხლებული გმირების შესახებ მოგითხრობს თეატრის მუზეუმი, რომელიც უამრავ უნიკალურ კოსტიუმს, ხელნაწერს, აუდიო, ფოტო თუ ვიდეო ექსპონატს ინახავს. 



ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა