KA
Rukhi Fortress

რუხის ციხე

რუხის ციხე სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარეობს. ის ლევან II დადიანმა 1647 წელს ააგო. გვიან შუა საუკუნეებში რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი, კარგად გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. ამჟამად ციხის ირგვლივ ულამაზესი ბუნება და ბევრი საპიკნიკე ადგილი დაგხვდება. ამ ტერიტორიაზე ხშირად კონცერტებიც იმართება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ზუგდიდი

რატომ აშენდა რუხის ციხე?

ციხე-ქალაქის დაარსების მთავარი მიზანი სამეგრელოში ვაჭრობის განვითარება და ქვეყანაში ოსმალების წინააღმდეგ ძლიერი სიმაგრის არსებობა იყო. ისტორიულ წყაროებში შემონახულია რამდენიმე ცნობა რუხის ციხესთან გამართული ბრძოლების შესახებ.

ციხესიმაგრე მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე, ვაკე ადგილზეა გაშენებული, რათა ომის დროს სოფლის მოსახლეობას თავშესაფარი ახლოს ჰქონოდა. 

რუხის ციხის არქიტექტურა

ციხე ციტადელისა და ეზოსგან შედგება. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია და მისი კედლის სიმაღლე 20 მეტრს აღწევს. აქედან საკმაოდ დიდი ტერიტორია მოჩანს და ციხის დაცვას თავის დროზე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

გალავანი 10-12 მეტრის სიმაღლისაა, მის თავზე კი 3-5 მეტრი სიგანის საბრძოლო ბილიკია მოწყობილი. 

აქაურობას არაერთი ბრძოლა გადაუტანია. დღეს კი მწვანე ხავსში გახვეულ ციხეზე საქართველოს დროშა ფრიალებს. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა