KA
Batumi Yacht Club

ბათუმის იახტ-კლუბი

მცხუნვარე მზე, ლივლივა ზღვა და ზღვისპირა ქალაქის ულამაზესი ხედები - ბათუმის იახტკლუბი აქტიური დასვენების მოყვარულებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

იახტკლუბი ბათუმის ბულვარში, ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. ქალაქის სტუმრებს აქ იახტების გაჩერებასა და საჭირო მომსახურებას სთავაზობენ: ელექტროენერგიით მომარაგებას, მშრალ შენახვას, ტექნიკურ მხარდაჭერას და სხვა.  

ზღვაზე გასეირნების მსურველებს შეუძლიათ იახტკლუბში იახტა, იალქნიანი ნავი, სასეირნო გემი დაიქირაონ; აგრეთვე, პარაშუტი და პარასეილინგი მოიწყონ; ჯეტსკი - თუკი ზღვის სკუტერს დაიქირავებენ; ზღვის სიღრმეში ჩაეშვან და იქაური ფაუნა დაათვალიერონ, რისთვისაც ბათუმის იახტკლუბში შესაბამისი აპარატი - ჯეთბოუთი აქვთ. 

ეს ნამდვილად იქნება თავგადასავალი, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა