KA
Giorgi Leonidze Garden

გიორგი ლეონიძის ბაღი

„გიორგი ლეონიძის ბაღი“ თბილისის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკის, ყოფილი ალექსანდრეს ბაღის ქვედა ნაწილია. რუსთაველის, ათონელის, ჯორჯაძისა და ჭანტურიას ქუჩებს შორის მოქცეული ბაღის დაარსების ისტორია 1859 წლიდან იწყება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შვედი არქიტექტორის ოტო სიმენსონის პროექტით 36,000 კვ.მ ფართობზე გაშენებულმა ბაღმა საბოლოო სახე 1865 წელს მიიღო. მას სახელი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც თბილისს სტუმრობდა და  ბაღში ხის ნერგიც დარგო. გასულ საუკუნეში, ტრამვაის ხაზის გაყვანის გამო, ალექსანდრეს ბაღი ორ ნაწილად გაიყო. 

„გიორგი ლეონიძის ბაღში“ და მის გარშემო სანახავი ბევრია. აქ არის ოტო სიმენსონის აგებული ულამაზესი შადრევანი, რომლის გარშემოც ყოველთვის ბევრი ადამიანი სეირნობს; 1885 წელს გოლოვინის პროსპექტის (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) მხრიდან აგებული სამხედრო-ისტორიული მუზეუმი „დიდების ტაძარი“ (დღევანდელი ეროვნული გალერეა); ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია და ა.შ. მწვანეში ჩაფლულ ბაღში შეგიძლია რამდენიმესაუკუნოვანი ხეების ჩრდილში დაისვენო და დადებითი ემოციებით დაიმუხტო.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრეს ბაღის ქვედა ნაწილს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 2000 წლიდან ის ქართველი მწერლის, პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა