KA

ვალუტა

ეროვნული ვალუტა - ლარი 1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალებაა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უშვებს მიმოქცევის დანიშნულების 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტებს და 5, 10, 20, 50 თეთრის, 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტებს.

საქართველოში ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები - ვალუტის გადამცვლელი პუნქტები (ვგპ). ამ უკანასკნელთა საქმიანობა მხოლოდ ვალუტის გადაცვლის ოპერაციებით შემოიფარგლება. 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია:

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია ვალუტის კურსისა და საკომისიოს შესახებ. 

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზედაც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით უნდა აისახოს ყიდვა-გაყიდვის კურსები და საკომისიოები.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტის ყიდვა/გაყიდვის შემდეგ, ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში შეგიძლია წარადგინო ქვითარი და მოითხოვო ტრანზაქციის გაუქმება, თუკი ამ ტრანზაქციის თანხა 5,000 ლარს არ აღემატება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა