საქართველოში საჯარო უწყებები მუშაობას 9:00 საათზე იწყებენ და 18:00 საათზე ამთავრებენ. შაბათი და კვირა დასვენების დღეებია, თუმცა არის გამონაკლისებიც. მაგალითად, შაბათ-კვირას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები 10:00-იდან 17:00 საათამდე მუშაობენ.
თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაო საათები ყოველდღე 06:00-იდან 24:00 საათამდე განისაზღვრება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს ყოველდღე 07:00-იდან 23:00 საათამდე.
თბილისის სავაჭრო ცენტრები და სუპერმარკეტები ძირითადად 8:00-დან 22-23:00 საათამდე მუშაობენ. შაბათსა და კვირას ბევრი სავაჭრო ცენტრი და სუპერმარკეტი მუშაობას 15:00-16:00 საათზე ამთავრებს.
როგორც წესი, თბილისის ბაზრობები ყოველდღიურად, დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე მუშაობენ, თუმცა არის გამონაკლისებიც:
ოქროს ბირჟა — 11:00-18:00 ყოველდღე.
მშრალი ხიდის ბაზარი - 9:00-17:00 ყოველდღე.
ლილოს ბაზრობა - 7:00-14:00 ყოველდღე.
ე.წ. დეზერტირების ბაზრობა - 7:00-17:00 ყოველდღე.
„მშრალი ხიდის“ ბაზრობა - 9:00-17:00 ყოველდღე.
ბანკები სადაგ დღეებში, ძირითადად, 10:00-იდან 18:00 საათამდე მუშაობენ, შაბათს კი - 10:00-იდან 14:00 საათამდე.