KA
Sighnaghi Fortress

სიღნაღის ციხე-გალავანი

ეს მონოლითური ციხე-გალავანი, რომელიც კახეთში ქალაქ სიღნაღს აკრავს გარს, 1762 წელს ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ ააშენა. გალავანს საუკუნეების განმავლობაში არა მარტო სიღნაღის, არამედ მთელი კახეთისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო თავისი მასშტაბებით ერთ-ერთი უდიდესია ევროპასა და ამიერკავკასიაში.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
სიღნაღი

სიღნაღის ციხე-გალავნის სტრუქტურა

ქვით ნაგები გალავნის სიგრძე 4 კილომეტრს აღწევს, კედლების ფართობი კი თითქმის 40 ჰექტარია.

გალავანი ლანდშაფტის რთულ რელიეფს მიუყვება. ამ ნიშნით ტურისტები სიღნაღის ციხეს ხშირად ადარებენ ჩინეთის დიდ კედელს, რომელიც, ასევე, რელიეფის რთულ ფორმებს იმეორებს.

გალავანს 6 თაღოვანი კარიბჭე და 23 საბრძოლო კოშკი ჰქონდა, კოშკების მეტი ნაწილი ორსართულიანია - ზემოდან საბრძოლო ბანით. გალავანს მთელ სიგრძეზე საბრძოლო ბილიკი გასდევს, საიდანაც ხელისგულზე მოჩანს ულამაზესი სიღნაღი, ალაზნის ველი და კავკასიონი. 

გალავნის ყველაზე დიდ კოშკში, რომელსაც „მეფის ან ქიზიყის ბურჯს“ უწოდებენ, ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია. ის ერეკლე II-ის საყვარელი ეკლესია ყოფილა. შესაძლოა იმიტომ, რომ მისი შიდა სივრცე ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც თავად მეფე ერეკლე იყო.

ქალაქ სიღნაღის სახელწოდება თურქულ ენაზე თავშესაფარს ნიშნავს. მართლაც, ქალაქი მეფე ერეკლემ ძლიერ ფორპოსტად აქცია, რომელსაც მტრის შემოსევის დროს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აფარებდა თავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა