„სოციალური სივრცე“ არ არის მხოლოდ ლოკაცია - ეს არის კონცეფცია და იდეა, რომელიც
ბუნებას, ცოდნას, მუსიკასა და ჯანსაღ ყოფიერებას აერთიანებს. ეს არის სივრცე,
რომელიც მის მოგზაურებს ბალანსის აღმოჩენაში, საკუთარ თავთან და გარემოსთან
ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება. ამ გამოცდილებების მისაღებად კი,
სოციალური სივრცე სეზონზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობს:
ბალანსისთვის, განტვირთვისთვის, შემეცნებისთვის და სოციუმისთვის.
სოციალური სივრცის იდეოლოგია სრულად ბუნებისა და ადამიანების ჰარმონიულ
კავშირზეა დაფუძნებული, რის გამოც მისი გარემოს ყველა დეტალი გადამუშავებული
ხის მასალისგან არის დამზადებული.
ყველა ადამიანი ბუნებით მაძიებელია, სოციალური სივრცე კი სწორედ ის წერტილია,
სადაც შესაძლებელია თანამოაზრეების პოვნა, ახალი იდეების გაზიარება ან ისეთი
აღმოჩენის გაკეთება, რომელიც სამყაროს სხვაგვარად დაგვანახებს.
სოციალურ სივრცეში მოგზაურობა სეზონის მანძილზე ყოველდღე, 18:00 საათიდან 02:00 საათამდეა შესაძლებელი.