გამორჩეულ არქიტექტურულ შენობებს შორის შენს ყურადღებას შოთა რუსთაველის #7-ში მდებარე თეთრი, ლურჯ ვიტრაჟებიანი შენობა მიიქცევს. მის ფასადზე განთავსებულია არწივის სკულპტურა - ეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმია, არწივი კი, რომელიც ვანის ქვაბებში აღმოჩენილი და სამი მცირე ზომის არწივის ქანდაკებების მიხედვით არის შექმნილი, ამ მუზეუმის სიმბოლოა.
მუზეუმის სამ სართულზე, 31 დარბაზში და 3 კიბის უჯრედში გამოფენილია ქართული მხატვრობის ნიმუშები 1945 წლიდან დღემდე, თუმცა მუზეუმის ღირსება მხოლოდ მხატვრული ღირებულებები როდია, ის დამთვალიერებელთა ინტერესებს სრულადაა მორგებული. აქ მუშაობს „მუზეუმ კაფე“- უგემრიელესი კერძებით და მაღაზია, სადაც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის, დახვეწილ სუვენირებს, ნახატებსა და ბევრ სხვა საინტერესო ნივთს იპოვი.
აქ ასევე აღმოაჩენ ხელნაკეთ ნაჭრის სათამაშოებს, მაისურებს, ნატურალური აბრეშუმის შარფებზე დაბეჭდილ ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, მაგნიტიან სუვენირებსა და ქართულ ღვინოს, რომელიც ამ მომხიბვლელ სანახაობას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.