აქ ნახავ ჭრელ, ფერად ნივთებს, რომლებიც გარკვეული შინაარსითაა დატვირთული და გამორჩეული ესთეტიკის მატარებელია - სანათებს, რომლებიც მყუდრო გარემოს ქმნის; ფერად-ფერად, დეკორატიულ ბალიშებს; რბილ ხალიჩებს აბაზანისთვის; ულამაზეს სუფრებს; ტროპიკულ თემაზე შექმნილ შპალერს; გამორჩეული ფორმებისა და ფერების მქონე სანთლებს; რესტავრირებულ ვინტაჟურ წამოსაწოლ სავარძელს; ხელნაკეთ სამკაულებსა და კიდევ ბევრ ნივთს, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოხიბლავს.
The Why Not Gallery Gift Shop არის სივრცე, რომელიც ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აქ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნონ. საგამოფენო სივრცე ყველა ნიჭიერი არტისტისთვის ღიაა. ასე რომ, აქ ახალ სახელებს ყოველთვის აღმოაჩენ. გალერეის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ყველა ახალი იდეა მათთვის გამოწვევაა და, შესაბამისად, გალერეის ფილოსოფიაა - „არასდროს თქვა უარი გამოწვევებზე“.