KA
Surami Fortress

სურამის ციხე

ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში - სურამის ციხე დაბა სურამში, მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირზე, მაღალ კლდეზეა აშენებული.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
სურამი

ისტორიული წყაროების ნაწილი სურამის ციხეს ძვ. წ. II საუკუნეს აკუთვნებს, ნაწილი კი შუა საუკუნეების ციხედ მოიხსენიებს. ციხესიმაგრის კომპლექსში შედის ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია, კოშკი და სასახლე. ციხეს ჰქონდა გვირაბი, რომელიც მდინარე სურამულას უკავშირდებოდა, საიდანაც კომპლექსში სასმელი წყალი შეჰქონდათ.

მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ორი მთავარი გზის კვეთაზე ციხეს უამრავი ბრძოლა აქვს გადატანილი. ის იყო აჯანყებული დიდგვაროვნების თავშესაფარი, მისთვის იბრძოდნენ ოსმალები და სპარსელები. თუმცა უმეტესად ქართველ მეფეთა დასაყრდენად რჩებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს.

ციხის ისტორია უძველეს ლეგენდასაც უკავშირდება. თქმულების თანახმად, ციხის ასაშენებლად მასში დედისერთა ვაჟის ჩატანება იყო საჭირო და ასეთი ახალგაზრდა ზურაბი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ იმ მხარეს, სადაც ციხის კედელში ზურაბია ჩაკირული, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედამისის ცრემლები. ამბობენ იმასაც, რომ მთვარიან ღამეებში სურამის ციხესთან შავებში ჩაცმული ქალი მიდის და ციხის ნანგრევებს შესტირის: „სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა