KA

ტანიეს ტბა

ორ ვეებერთელა მთას შორის მოქცეული ულამაზესი, პატარა, გულის ფორმის ტბა ხევსურეთში მდებარეობს. თავისი ფორმის გამო, ის განსაკუთრებით მიმზიდველია შეყვარებული წყვილებისათვის. მთის სხვა მრავალ ტბასთან შედარებით, გულის ფორმის ტბაში წყალი თბილი, კამკამა და სუფთაა - ისევე, როგორც ნამდვილი სიყვარული.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

აქ მოსახვედრად შენც ისევე უნდა გადალახო დაბრკოლებები, როგორც ამას სიყვარულისთვის მებრძოლები აკეთებენ. ამ გზის დასაფარად კი შეგიძლია აირჩიო როგორც საფეხმავლო, ისე საცხენოსნო ბილიკი. ტანიეს ტბის ნახვის მსურველმა უნდა იცოდეს, რომ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად ორი დღე მაინც არის საჭირო. თან უნდა იქონიო შესაბამისი აღჭურვილობაც,  რადგან გზად დაბანაკება დაგჭირდება. 

სჯობს გაიყოლო გამოცდილი გიდი, ვინც აქაურობა კარგაფ იცის, იმისთვის რომ მოგზაურობა უსაფრთხო და კომფორტული იყოს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა