„მაჩუბი“, ზოგადად, ზამთარში ადამიანებისა და საქონლის ერთობლივ სადგომად იყო განსაზღვრული. საქონლისა და ადამიანების სადგომები ერთმანეთისგან ხის ტიხრით - „გვალით“ იყოფოდა. ეს იყო ორსართულიანი ხის თაღოვანი სივრცე, დატკეპნილი იატაკით და მხატვრულ-საკრალური ორნამენტით გაფორმებული. ეს სტილისტიკა მუზეუმში შენარჩუნებულია.
მეორე სართულზე ნახავ ძველ ხის ორი უძველეს საწოლს, თხა-ცხვრების დასაბინავებელ თაღოვან სადგომს, ძველ კერიას, სამზარეულოს ე.წ „ბოჯარს“ თავისი მოწყობილობებით, უძველესი ფიქლის ქვებისგან შეკრულ მარანს, სვანურ აკვანს, აგრეთვე, სვანეთში აწყობილ ერთადერთ, 17 საუკუნის ასაკის ჰორიზონტალურ საქსოვ-სართავი დაზგას, თავისი ატრიბუტებით.
მუზეუმში შეძლებ გაეცნოს სვანური საცხოვრებლის ტიპს, იქაურ ცხოვრების წესსა და მრავალ საინტერესო ეთნოგრაფიულ მასალას. აქ ნახავ სასოფლო-სამეურნეო და საბრძოლო დანიშნულების იარაღებს, რელიგიურ საკულტო მომსახურების ნივთებს, ხის ძველ ავეჯს, რკინისა და თიხის საყოფაცხოვრებო საგნებს და ა.შ.
მუზეუმში დაცულია სვანეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები - ქართული ჭედური ხელოვნების, ხატწერისა და ხელწერის უნიკალური ნიმუშები.