KA
Udziro Lake

უძირო ტბა

ტბაზე დასვენებას თავისი ხიბლი აქვს - ეს ბუნებასთან განმარტოების ხიბლია. ასეთი არჩევანი საქართველოში დიდია, აქ 860-ამდე ტბაა და ყველა მათგანი განსაკუთრებულია. „უძიროს“ სახელით საქართველოში რამდენიმე ტბას მოიხსენიებენ. ერთ-ერთი რაჭაშია, სოფლების - გლოლასა და შოვის მახლობლად, კატიწვერასა და დოლომისის მწვერვალებს შორის არსებულ პატარა პლატოზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
კურორტი
შოვი

უძირო ტბის შესახებ

ვულკანური წარმოშობის ტბას წყლით უახლოესი მყინვარები და მარადიული თოვლით დაფარული კატიწვერას მთა ამარაგებს. კამკამა წყალში კავკასიონის მთები ირეკლება. ხშირი ტყე, კრისტალურად სუფთა ჰაერი და ყვავილებით მოფენილი მინდვრები ამ ადგილს სხვა ფერებსა და ინტიმს სძენს. 

უძირო ტბის ნახვა ზაფხულშია რეკომენდებული, რადგან ნოემბრიდან თითქმის მაისის ბოლომდე წყალი გაყინულია. ზაფხულში წყლის ტემპერატურა +10 გრადუსამდე ადის. 

სალაშქროდ საუკეთესო პერიოდი ივლისი-აგვისტოა. შეგიძლიათ, ლაშქრობა ბალნეოლოგიურ კურორტ შოვთან, სოფელ გლოლაში დაიწყოთ - აქედან ტბამდე, დაახლოებით, 9 კმ-ია, ღამით კი ტბის ნაპირას, ულამაზეს გარემოში კარვებით დარჩეთ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა