KA
Paravani Lake - Perfect for Fishing

ფარავნის ტბა - საუკეთესო ადგილი თევზაობისთვის

ფარავანი წყლის ზედაპირის ფართობით საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა. ის სამცხე-ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე მდებარეობს და მთელი ზამთარი გაყინულია. ყინულის საფარის სისქე 50-იდან 70 სანტიმეტრსაც კი აღწევს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

გაყინული ტბა საოცარი სანახავია - ზამთარში აქაურობა თეთრ უდაბნოს ემსგავსება, ზაფხული უკვე კემპინგის სეზონია - ამისთვის ტბის ირგვლივ საუცხოო ადგილებია. თუ თევზაობაც გიყვარს, ჩათვალე, რომ ზღაპარში მოხვდი - ფარავნის ტბა მეთევზეების საყვარელი ადგილია, ამ წყალში ბინადრობს ხრამული (Capoeta sieboldii), კალმახი (Salmo faria Linne), ნაფოტა (Rutilus), კობრი (Cyprinus carpio) და ჭაფალა (Coregonus albula).

ზამთარში სათევზაო თვე დეკემბერია - ამ დროს ტბა ახალი გაყინულია; გაზაფხულზე კი თევზაობის სეზონი აპრილში განახლდება ხოლმე, მაშინ როდესაც სქელი ყინული დნობას დაიწყებს.

დიდი ფართობის მიუხედავად, ტბის მაქსიმალური სიღრმე მხოლოდ 3,3 მეტრია. წყალი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფერია, რაც ამინდის ცვლილებაზეა დამოკიდებული.  

ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც შემდეგ მტკვარს უერთდება. 

ფარავნის ტბის ირგვლივ 6 სოფელია გაშენებული: ფარავანი, ასფარა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, ახალი ხულგუმო და ფოკა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა